ალოგიზმები მეტყველების წარმოქმნის (ენგელსის) მარქსისტულ
შრომის თეორიაში
ავტორი
ათეული წლებია მუშაობს ზოგადად ანტროპოგენეზის (ადამიანის წარმოქმნის) საკითხებზე,
რომელთაგან უმთავრესია მეტყველების, აზროვნების და შრომის წარმოქმნის პრობლემები. დაინტერესებულ პირთ, მსურველთ
გაიგონ თუ რა მეთოდებით და როგორ გადაჭრა მან ეს პრობლემები, ვთხოვ იხილონ საიტი
-- edemizoria.do.am
მეტყველების
წარმოქმნის სოციალური თეორიებიდან შრომის თეორია განსაკუთრებით კომუნისტურ სივრცეში ბატონობდა. მის
თანახმად, შრომამ შექმნა ადამიანი, რადგან «...აზროვნება წარმოიქმნა
ენის განვითარების შედეგად, რომელიც შეიქმნა შრომით ურთიერთობებში...» (ვ. ვ. მიხეევი), ურთიერთდაკავშირების მოთხოვნილების არსებობის გამო.
უწინარეს ყოვლისა, სანამ დასმულ საკითხს განვიხილავდეთ, ჯერ არს განვსაზღვროთ თუ რა არის შრომა და ადამიანი: «...შრომა არის ... პროცესი ადამიანსა და ბუნებას შორის ... რომელშიც
ადამიანი თავისი მოქმედებით მოსაშუალეობს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას მასსა და ბუნებას შორის»
კ.
მარკსი «კაპიტალი» მ.
ტ,
1 გვ.
227 ; «...შრომა ... პირველი ძირითადი პირობაა კაცობრიობის ცხოვრებისა და იმ ხარისხში,
რომ ჩვენ, გარკვეული თვალსაზრისით, შეიძლება ვთქვათ: ადამიანი შექმნა შრომამ...»
ფ.
ენგელსი «ბუნების დიალექტიკა» მ. 1969 გვ. 144. თარგმანი ე. ი.
გარკვეული
თვალსაზრისითო, ბრძანებს
ენგელსი და ეს სწორია, რადგან შრომამ
მართლაც განავითარა მეტყველება და თავად ადამიანი (მხედველობაშია მორფოგენეზი და
სოციოგენეზი), მაგრამ მისმა თანამოაზრეებმა აღიშნული თეზა არა ხატოვან ანუ
ფიგურალურ ნათქვამად, არამედ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად დასახეს, რაც არასწორია.
ახლა კი
მომყავს ციტატა ქ. ს. ენციკლოპედიიდან: «...კ. მარქსამდე ცნობილი იყო ადამიანის
განსაზღვრის მრავალი ცდა: ადამიანი არის ეთიკური არსება (სოკრატე, პლატონი); ადამიანი არის საზოგადოებრივი ცხოველი (არისტოტელე); ადამიანი არის შუამდებარე არარასა და
ყველაფერს შორის (პასკალი); ადამიანი არის მანქანა (ლამეტრი); ადამიანი არის მთლიანად კაცობრიობა (გოეთე); ადამიანი არის ბუნების მიზანი და არა
საშუალება (კანტი) და სხვა. ამ
განსაზღვრებებში მოცემული თავისებურებანი მართლაც არის ადამიანისთვის სპეციფიკური,
მაგრამ არსებითი არ არის ...
ადამიანის ნამდვილი არსის განსაზღვრება – შრომის იარაღების შექმნის უნარი
და მათი საშუალებით გარემოზე ზემოქმედებაა...
ადამიანის საზოგადოებრივ ისტორიას წინ უძღოდა ბიოლოგიური ევოლუცია:
ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიური აღნაგობის ცვალებადობა, შრომითი საქმიანობის
ჩანასახები... ჯოგურ ურთიერთობათა განვითარება უმაღლეს ცხოველებში...
ადამიანი
ეკუთვნის ძუძუმწოვართა კლასის პრიმატების
რიგის ჰომინიდების ოჯახს... უძველესი ჰომინიდები უთუოდ ფართოდ იყვენენ
გავრცელებული მესამეული პერიოდის მეორე ნახევარში ევრაზიასა და აფრიკაში. 1959 წ. აღმოჩენილი
ავსტრალოპითეკური ფორმის თავის ქალასთან ერთად იპოვეს პრიმიტიული იარაღი:
ჩლიქოსანთა წამახული ძვლები და წაწვეტებული რქები. ბუნების საგნების მიზანდასახულ
დამუშავებაზე გადასვლა, რაც დაახლოებით 1,5 მლ. წლის წინათ უნდა მომხდარიყო,
ანთროპოგენეზის საკვანძო მომენტია ... პითეკანტროპის საფეხურზე შრომის იარაღების
სისტ დამზადებამ (და გამოგონებამ) გამოიწვია უძველესი ადამიანის ფსიქიკის რთული
გარდაქმნა და შექმნა მეტყველების აღმოცენების საფუძველი, რასაც უთუოდ უკავშირდება
... თავის ტვინის ერთიორად გაზრდა ავსტრალოპითეკის ტვინთან შედარებით... (შეიქმნა ე. ი.) «ე. წ. ქვის ხანის შელის კლტურა» ქ. ს.
ენციკლობედია გვ 79-80.
ალოგიზმი პირველი: აღნიშნულ ციტატათა შინაარსობრივი
მოცემულობები ურთიერთთან და ამ საკითხებში უკვე არსებულ ცოდნასთან მიმართებით
ალოგიზმის სრულ კასკადად გადაიქცევიან, როგორც კი შევეცდებით მათ გამოყენებას,
პირდაპირი გაგებით, ენგელსის ზემაღნიშნული თეზის -- «შრომამ შექმნა ადამიანი», გასამყარებლად. თუ კარგად დავაკვირდებით, მარკსისა და ენგელსის
ციტატებში შრომა და ადამიანი ერთიანია, ისინი იზოლირებულად არ არსებობენ. აშკარა საწინააღმდეგოს ამტკიცებს
ციტატა ენციკლოპედიიდან, რომლის მიხედვით «...საზ. ისტორიას წინ უძღოდა შრომითი
ჩანასახები... შემდეგ, ავსტრალოპითეკის
ეპოქაში მოხდა »...ბუნების საგნების
მიზანდასახულ დამუშავებაზე გადასვლა, რაც დაახლოებით 1,5 მლ. წლის წინათ უნდა
მომხდარიყო...» და მხოლოდ «...პითეკანტროპის
საფეხურზე შრომის იარაღების სისტემატიურმა დამზადებამ (და გამოგონებამ) გამოიწვია
უძველესი ადამიანის ფსიქიკის რთული გარდაქმნა და შექმნა მეტყველების აღმოცენების
საფუძველი...» ანუ
გამოდის მხოლოდ 0,5 მლ წლის წინ, შელ-აშელ კულტურათა პერიოდში, მოხდა მეტყველი
არსების – ადამიანის წარმოშობა. ეს მაშინ, როცა მანამდე, ჯერ კიდევ ერთი მილიონი
წლის წინ «...ბუნების საგნების მიზანდასახულ დამუშავებას...» ანუ იარაღის დამზადებას აწარმოებდა.
მარქსიზმის სრულიად
ერთსულოვანი, დოგმამდე აყვანილი დასკვნით კი ადამიანის უმთავრესი განმსაზღვრელი ატრიბუტი სწორედ რომ
იარაღის დამზადების უნარის ქონაა.
ხაზგასმით უნდა შეინიშნოს ის, რომ თუ რას დავარქმევთ უკვე
აღმოცენებულ შრომას – ჩანასახოვანს, პრიმიტიულს და ა. შ. მნიშვნელობა არა აქვს. – თუ ის შრომაა აუცილებლად
გლისხმობს ასევე მისსავე შესატყვის – ჩანასახოვან, პრიმიტიულ და ასე შემდეგ შემსრულებელს – ადამიანს. მას შემდეგ რაც მას ადამიანმა მიაგნო,
ნებისმიერი შრომის სახეობის არსებობა ადამიანის გარეშე სრული ფილოსოფიური
ალოგიზმია,:
რადგან:
შრომა
შედეგია, განმაპირობებელი მიზეზი (ფაქტორი) შრომისა კი ადამიანია;
შრომა
ფუნქციაა, ფუნქციონერი კი ადამიანია;
ადამიანი
ტვინია და არა ხელები, რადგან ხელებს ტვინი ამოძრავებს;
შრომა
ტვინის ნაჟურია.
ალოგიზმი მეორე: მეცნიერულად
დადგენილია, რომ ადამიანიმაგვარნი ზოგჯერ არაორდინალურ სიტუაციებში, ზოგჯნრ კი უნებურად
(სპონტანურად) აზრის შემცველ ქმედებებს ახორციელებენ. სრულიად მოსალოდნელია, მათ
ამ ყოფით ფიზიკურ ქსედებებს აზრი აესხა ანუ ცხოვრებისეული ქსედებანი მათნი აზრში
გარდასახულიყო. არსებობს ასეთი თეორიაც: ფრანგული ვალონეს ფსიქოლოგიური სკოლის
იდეების მიხედვით, მოხდა «ქმედებიდან აზრზე გადასვლა»; « ქმედებაზე აზრის აზრდა» (რ. ნათაძე). ამ და მარქსისტული შრომის თეორიის
მიხედვით, ადამიანის მეტყველება ამგვარი ქმედებებიდან ვერ წარმოიქმნებოდა, რადგან
შედეგი არა გვაქვს ის, რაც ამ თეორიების მიხედვით, ამგვარი ქმედებებიდან უნდა
მიგვეღო: ქმედებას რომ აზრი მოეცა და ამ აზრის მეტყველებითი გამოხატვა (აღნიშვნა)
განხორციელებულიყო, აუცილებლად იმ ორგანოებით რა ორგანოებითაც ქმედება სრულდებოდა
უნდა მომხდარიყო ჟესტიკულიაცია ამ
ქმედებებისა. რაკი მეცნიერებაში დამტკიცებულად, დასაბამიდანვე, ფიზ. მოქმედებათა
უპირველესი საშემსრულებლო იარაღი ხელია, მაშასადამე, აზრის გადმოსაცესად ანუ სამეტყველოდ ხელების ჟესტიკულაცია უნდა გვქონოდა. ეს იქნებოდა ჟესტების ენა. ხომ არსებობს კიდეც მეტყველების
წარმოქმნის ჟესტ-მიმიკის თეორია(ჟან პიაჟე), მაგრამ გარდა იშვიათი გამონაკლისისა, დღეს გვაქვს სულ
სხვა შედეგი – ესაა ბგერითი ენა ანუ ბგერებისაგან შედგენილი სიტყვებით მეტყველება.
ის ფაქტი, რომ შრომის იარაღი
ადამიანის ანატომიური ორგანო ხელია, ბგერითი მეტყველებისა კი -- ენა და ამ უკანასკნელს კი მიეწერება ის, რაც
ხელს უნდა შეესრულებინა, არასწორია, სრული
ალოგიზმია.
ალოგიზმი მესამე: თავის ტვინის ანატომიური
აგებულება, მისი წარმოქმნა-განვითარების გათვალისწინება შეუძლებელს ხდის
ვივარაუდოთ შრომის შედეგად მეტყველების წარმოქმნის დაშვება: შრომაც და მეტყველებაც კუნთების მოძრაობებია ანუ
ნერვულ-მუსკულარული მოძრაობებია:
მეტყველება არის სამეტყველო აპარატის ორგანოების მეზობლობაში ენის კუნთების სამეტყველო
მოძრაობა, ხოლო ფიზიკური შრომა კი, ძირითადად, ხელების კუნთების (ნერვულ-მუსკულარული)
მოძრაობებია. შრომის შემსრულებელ ორგანოებს – ძირითადად ხელებს თუ სხვა ორგანოებსაც
შრომაში მონაწილე საყრდენ-მამოძრავებელი აპარატიდან და ასევე სამეტყვლო ორგანო
ენას თავის ტვინში გააჩნიათ თავიანთი სამმართველოები, საიდანაც იმართებიან. სპეციალურ
ლიტერატურაში მათ საანალიზო ცენტრებს ანუ ანალიზატორებს უწოდებენ. თუ გამოვრიცხავთ მთლიან
მაკოორდინირებელ ჩართულობას (ქერქქვეშა თუ ქერქულ ბოლოსი) თავის ტვინისა, ისინი
დამოუკიდებელნი (ავტონომიურნი) არიან:
ხელების მოძრაობის ცენტრი (მოძრაობის
ანალიზატორი ანუ მოსკოვის ტვინის ინსტიტუტის მიერ დადგენილ ტვინის
ციტოარქიტექტონურ რუქაზე ველი ნომრით 6) ვერ განახორციელებს ენის მოძრაობებს და
პირიქით – ენის (მეტყველების) ცენტრი (ველი ნომერ 44-45) ვერ განახორციელებს
ხელების კუნთების (მუსკულარულ) მოძრაობებს.
მეტყველების ჩასახვა
იწყება იმ პერიორიდან, როცა ენის სამეტყველოდ ამმოძრავებელი ცენტრი ანუ
მეტყველების ცენტრი ჯერ არ არსებობს. ის ჯერ უნდა ჩაისახოს, რომ ენამ სამეტყველო მოძრაობები
გააკეთოს. ამიტომ, იმ ეტაპზე, ენას გარდა კვებითი მოძრაობებისა, სხვა (სამეტყველო მოძრაობები ანუ არტიკულაციები) ვერ ძალუძს. ამ პირობებში განა
ცხადზე უცხადესი არაა, რომ ენის სამეტყველო მოძრაობებს (არტიკლიაციებს), სანამ
მეტყველების ცენტრი არ ჩაისახება ვერაფერი ვერ შეძლებს; რომ, საპირისპიროდ მარქსისტული თეორიისა, ვერც შრომითი ქმედებიდან აზრის
მოცემა ან შრომითი კავშირების
მოთხოვნილების არსებობა,
ენას სამეტყველოდ ვერ აამოძრავებს.
უძველეს
წარსულში, მთლიანად თავის ტვინი და მისი ქერქის სრულიად მობილიზებული
მაკოორდინირებელი საანალიზო სიტემა დღევანდელი მაღალი განვითარების რომც ყოფილიყო,
უძლური იქნებოდა ენა აემოქმედებინა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მეტყველების ცენტრი ჯერ არ იყო ჩასახული. ამ შემთხვევაში, განა ალოგიზმი
არაა საწინააღმდეგოს დაშვება?...
თუ უპირატესად
ხელის მოძრაობებმა განაპირობეს მეტყველექის ჩასახვა და განვითარება რატომ არ პოვა,
ასეული ათასწლეულების მანძილზე, ამ ფაქტმა შესაბამისი ასახვა თავის ტვინის განვითარებაში
(ციტო-არქიტექტონიკაში)?...
ჩვენი აზრით,
ხელის მოძრაობის ცენტრი (ანალიზატორი) რომ ყოფილიყო განმსაზღვრელი მეტყველების ჩასახვა-გთნვითარებისა, ამ ხნის მანძილზე, იქვე პოვებდა მეტყველების ცენტრი
(ანალიზატორი) თავის
ადგილსამყოფელს ( – მეექვსე ველზე და არა 44-45 ველზე ციტო-არქიტოქტენიკური რუქისა).
ცხოვრებისეული (თუ შეძენილი პირობით-რეფლექსური) შრომითი ქმედებებიდან მოძრაობის ცენტრის და თვით
ხელის განვითარება
სავსებით ბუნებრივია. რაც ასეც მოხდა. ამიტომაც ითქვა: შრომის იარაღი ხელი შრომის პროდუქტიც არიო. ეგრევე უნდა მომხდარიყო ენისა და მისი
სამეტყველო-მამოძრავებელი ცენტრის შემთხვევაში. ენა და მისი მამოძრავებელი ცენტრი უნდა განევითარებინა ენის იმგვარივე ბუნებრივ მოძრაობებთან შეხამებულ ახალ პირობით-რეფლექსური ბუნების
მოძრაობებს,
როგორც ეს მოძრაობის ცენტრისა და ხელის შემთხვევაში მოხდა, მაგრამ არა -- თვით ხელის
მოძრაობებს ანუ შრომას. ამაშია ამ მესამე ალოგიზმის არსი.
სოც. თეორიებს იზიარებდნენ
ისტორიკოსები, ენათმეცნიერნი და ა. შ. მაგრამ ამასვე აკეთებდნენ ფსიქოლოგნი,
ბიოლოგნი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ფიზიოლოგნიც (მათ შორის ნობელის პრემიის
ლაურეატი ი. პ. პავლოვი, ცნობილი ნევროლოგი ვ. ვ. მიხეევი, შესანიშნავი ფსიქოლოგი
რ. ნათაძე, ფენომენალური ენათმეცნიერი ნ. მარი და ა. შ.).
ალოგიზმი მეოთხე: ფიზიოლოგიურ
ასპექტში მეტყველება და შრომა პირობითრეფლექსური ბუნებისანი არიან. ისინი
მემკვიდროებით არ გადაეცემიან და, ამიტომ ადამიანმა ცხოვრების მანძილზე უნდა შეიძინოს – ისწავლოს.
თუ ბგერა აღმნიშვნელია, ნიშანია ანუ სიტყვაა და იმავდროულად პირობითრეფლექსური
ფენომენია რაც, ფიზიოლოგიაში, როგორც აქვე ითქვა, დადგენილია, ეს იმას ნიშნავს, იმისათვის რომ ის (სიტყვა), როგორც პირ.
რეფლექსი აღმოცენდეს პირობითი გამღიზიანებელი, ყოველმიზეზგარეშე, უნდა იყოს ბგერა.
მეოთხე ალოგიზმის არსი
სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შრომის პრცესში დაკავშირების მოთხოვნილება არაა ბგერა (არც რაიმე
სუბსტანცია) ამიტომ ბგერით პირ. რეფლექსს, ვერანაირად, ვერ აღძრავს.
ალოგიზმი
მეხუთე: კ.
მარქსი წერდა: «...ობობა ასრულებს მქსოველის მსგავს ოპერაციებს. ფუტკარიც თავისი ცვილის
უჯრედების აშენებით, არცხვენს ზოგიერთ ადამიანებს – არქიტექტორებს. მაგრამ ყველაზე
უარესი არქიტექტორი საუკეთესო ფუტკრისაგან თავიდანვე განსხვავდება იმით, რომ სანამ
ცვილისაგან უჯრედს ააშენებდა მან ის უკვე თავის თავში გააკეთა...» დ. ნ. მ. გვ. 189.
ამ ციტატიდან
აშკარად ჩანს, რომ ქმედება
რომელსაც ამ შემთხვევაში ადამიანი ასრულებს ცნობადია. იმას რასაც წინასწარ წარმოდგენაში უნდა ააშენო მაღალი
დონის ფსიქოანალიზი
ჭირდება. აქ, ცხადია, საკმარისი არაა ქმედებათა მხოლოდ საგნობრივი წარმოდგენები, არამედ შესასრულებელია წყება მაღალი დონის
ფსიქოაქტებისა.
ამგვარი შრომა ხომ თავის თავში გულისხმობს მიზნობრიობას (მიზანშეწონილობას, მიზანმიმართულებას, საბოლოო
მიზანსახვას ანუ პროგრამირებას) და შესატყვისი უმაღლესი რანგის მეტყველებითი ფსიქოაქტების
ანუ აბსტრაქტული მეტყველების გარეშე შეუსრულებადია. როცა ვთქვით მეტყველებითი ფსიქოაქტიო ვიგულისხმეთ ის, რომ ადამიანი იმას რაც უნდა ააშენოს «წინასწარ თვის
ტვინში წარმოდგენაში აშენებს» სიტყვებით ანუ მეტყველებით. ეს ურყევი ფაქტია და ამიტომ ჯერ იყო მეტყველება, მერე მხოლოდდამხოლოდ ამ
გაცნობიერებული აზროვნება-მეტყველების შემდეგ, გახდა შესაძლებელი გაცნობიერებული
ქმედება ანუ შრომა.
პარადოქსია,
თუ როგორ დაუშვა ლოგიკურმა მეცნიერულმა აზროვნებამ იმის უგულვებელყოფა, რომ შრომა გაცნობიერებული
პროცესია, ამიტომ მაღალი რანგის აზროვნება-მეტყველების გარეშე ვერაფრისდიდებით ვერ
განხორციელდებოდა.
ამგვარად, შრომამ კი არ შექმნა ადამიანი, არამედ პირიქით -- უმარტივესმა
დასაბამისმიერმა მეტყველებამ, ასეული ათასწლეულების მანძილზე, განავითარა თავის
ტვინი და შექმნა ადამიანთა შორის დაკავშირების შესაძლებლობა, ურომლისოდაც შრომა არ
არსებობს. ასე რომ მეტყველებამ შექმნა შრომა და არა პირიქით. ხოლო თუ როგორ
წარმოიქმნა თავად მეტყველება, აზროვნება და ასევე სხვა მრავალ სიახლეთა შესახებ
დაინტერესებული მკითხველი იხილავს ზემოთხსენებულ საიტზე.
ედემ
იზორია
P.S.
პატივცემულო რედაქტორო, გასაგებია, რომ წინამდებარე წერილი სრულად არ ესადაგება
თქვენი გაზეთის თემატურ მიმართულებებს, მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ: თანამედროვე
განათლებული მკითხველი ამგვარ წერილებსაც ინტერესით კითხულობს.
P. s. p. s.
Физиологам, психологам, языковедам, социологам и др. для личного
полЬзования. Авторские права зашищены.
Грузия, Зугдиди, Джавахишвили №78.
Тел: +995 574935665
E’mail: edemiizoria@rambler.ru
Комментариев нет:
Отправить комментарий