ავტორს, მეტყველების და აზროვნების ჩასახვის, წარმოქმნის
და განვითარების საკითხებში, გააჩნია სენსაციური აღმოჩენები.
იგივე ითქმის ჭეშმარიტად ადამიანური შრომის წარმოქმნის
საკითხებზე: დასახელებულია პირველები მიწათმოქმედებაში. როგორც შედეგი მიწათმოქმედებისა,
დადგენილია ისეთ მეცნიერებათა წარმოქმნის წინამძღვრები, როგორიცაა: მათემატიკა\\ არითმეტიკა, ალქიმია, ქიმია,
გეოგრაფია და კარტოგრაფია.
გამოთქმულია საინტერესო მოსაზრებები კულტურის წარმოქმნის
საკითხებში (პროტოშუმერებსა და პროტოეგვიპტელებზე, უპირველეს ანუ პირველყოფილ ჩანასახოვან
რწმენით გამოვლინებებზე და ა. შ.).
იმისათვის რათა ჩვენს სასაუბრო საგანზე გქონდეთ გარკვეული წარმოდგენები, გიგზავნით რეცენზიებს ქ. თბილისის
ფიზიოლოგია-ბიოლოგიის, ფსიქოლოგიის და ენათმეცნიერების ინსტიტუტებიდან მასზე ავტორისეული
პასუხებით (ქართულ და რუსულ ენაზე) და ბოლო ნაშრომს ,,პოლემიკა.,, (ავტორის ნაშრომთა
დამუშავება საქ. მეცნ. აკადემიაში ახლაც გრძელდება...).
უთავდამბლესად,
ვთხოვ, ყველა აკადემიებს, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებსა და სპეციალისტებს:
ფიზიოლოგებს, ფსიქოლოგებს, ენათმეცნიერთ, ისტორიკოსებს,
ბიოლოგებს, არქეოლოგებს, სოციოლოგებს, ანთროპოლოგებს,
მათემატიკოსებს -- ყველა დაინტერესებულთ -- ჩაერთონ ამ მრავალპროფილური თემებისა და საკითხების კომპლექსურ
დამუშავებაში.
ავტორი მზადაა ყოველგვარი სახის თანამშრომლობისათვის.
ყველა დაინტერესებულს, ავტორთან კომერციული ხელშეკრულების
შემდეგ, გადაეგზავნება ნაშრომის სხვა ნაწილები ექსკლუზიური უფლებით ტირაჟირებისა, საეთერო
გადაცემებისა და ა. შ.
ავტორის მიერ, კავკასიურ-ინდოევროპული საბაზისო მეტყველების
საფუძველზე, მსოფლიო მეტყველების მონოგენეზისური წარმომავლობა მყარადაა დამტკიცებული.
მაშასადამე, რადგან მსოფლიოს ყველა ხალხი უკვე დამტკიცებულად ძმები არიან, ამ იდეის
საფუძველზე, ავტორი გამოდის წინადადებით: მსოფლიოს ყველა ქვეყანაში შეიქმნას სახალხო
მოძრაობები სახელწოდებით -- ”ერთიანი მსოფლიო”, რათა გამომუშავდეს ერთიანი პროგრამა სანუკვარი მიზნის -- კაცობრიობის გაერთიანების
მისაღწევად.
პატივისცემით
-- ედემ იზორია.
21. 02.
2013 წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий